აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) LUKOIL-ის უცხოური აქტივების გაყიდვის ლიცენზიას ვადა 28 თებერვლამდე გაუგრძელა. ლიცენზიას ვადა 17 იანვარს ეწურებოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლიცენზია უფლებას იძლევა განხორციელდეს, Lukoil International GmbH-ის (LIG- ფლობს ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს) ან LUKOIL-ის ნებისმიერი სხვა აქტივის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები და შეთანხმებები.
ცნობისთვის, შესაძლებელი იქნება LUKOIL-ის უცხოური სუბიექტების ყველა დაბლოკილი ანგარიშის გამოყენება დოკუმენტით დაშვებული ტრანზაქციებისთვის.