ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ტარიფებითა და სანქციებით დასუსტება უნდა შეწტვიტოს, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ   X-ზე განაცხადა.

,,რუსეთი მზადაა, დაემორჩილოს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START), რომელსაც ხელი 2010 წელს მოვაწერე. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, მაგრამ ხელშეკრულების წერილობითი დაცვა საკმარისი არაა. აშშ-მ უნდა შეწყვიტოს სანქციებითა და ტარიფებით რუსეთის დასუსტება. სხვაგვარად, პირდაპირი კონფლიქტის რისკი მაღალი რჩება",- წერს მედვედევი.