გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. შტაინმაიერმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვას, რომ მსოფლიო წესრიგი გადაიქცეს „ყაჩაღების ბუნაგად“, სადაც უპრინციპო ძალები ითვისებენ იმას, რაც სურთ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, განცხადებაში, რომელიც ეხებოდა ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გლობალური დემოკრატია დღეს შეტევის ქვეშაა ისე, როგორც არასდროს.
შტაინმაიერმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრა „გარდამტეხ მოვლენად“ შეაფასა და ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები „მეორე ისტორიულ რღვევას“ წარმოადგენს.
„შემდეგ მოდის ღირებულებების ნგრევა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამ მსოფლიო წესრიგის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არ უნდა დავუშვათ, მსოფლიო გადაიქცეს ყაჩაღების ბუნაგად, სადაც ყველაზე უპრინციპოები ითვისებენ ყველაფერს, რაც სურთ, სადაც რეგიონები ან მთელი ქვეყნები რამდენიმე დიდი ძალის საკუთრებად განიხილება“, – განაცხადა შტაინმაერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, საფრთხის შემცველ სიტუაციებში საჭიროა აქტიური ჩარევა და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, უნდა იყვნენ დარწმუნებულები მსოფლიო წესრიგის დაცვის აუცილებლობაში.
1tv.ge