ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მინერალების შეთანხმება საკმარისი არ არის. სტარმერის თქმით, ამ ომში აგრესორი არის რუსეთი.
„თავის მხრივ, მინერალების შეთანხმება საკმარისი არაა. მინდა, შევახსენო მათ, რომ აგრესორი არის რუსეთი, ზელენსკი კი ომის ლიდერი, რომლის ქვეყანაშიც შეიჭრნენ და ჩვენ ყველანი მხარს უნდა ვუჭერდეთ მას და არა პუტინს ვაქებდეთ“, – თქვა კირ სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერმა, აღნიშნა რომ მას არ უნახავს ცნობები აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ და როგორც ესმის, ეს მათი პოზიცია არ არის.
სტარმერმა ასევე ისაუბრა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ახლო ურთიერთობაზე, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა თუ დაზვერვის მიმართულებით აქვს ორ ქვეყანას.
„ასეთ დროს დიდი შეცდომა იქნება ვარაუდი, რომ ამ კავშირის შესუსტება არის გზა წინ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის“, – თქვა სტარმერმა.