აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს, - ინფორმაციას აშშ-ის არმია ავრცელებს.

აშშ-ის არმიის ცნობით, შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება და მასში 34 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო ღირებულებები და რეგიონული სტაბილურობის მიმართ ინტერესი აკავშირებთ, რაც აშშ-ისა და ჩვენი საერთო სამეზობლოს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მხარს უჭერს“, - ნათქვამია აშშ-ის არმიის განცხადებაში.

შეხვედრას აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე, დენ კეინი უხელმძღვანელებს.

New York Times-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულები არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც დასავლეთ ნახევარსფეროში ტერიტორიები აქვთ, კერძოდ დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის ძალების მეთაურები.

www.interpressnews.ge