ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა.

დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს ერთიანი და სრულყოფილი ბაზის შექმნას, სადაც აისახება სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და ასლის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ცვლილებების მიზანია ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული საქმიანობის რეგულირება და სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა.

primetime.ge