არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია სურვილს გამოთქვამენ წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეუერთდნენ იმ 20 ქვეყანას, რომელმაც ასეთი სურვილი უკვე გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ 19 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და იაპონიამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გმობენ ირანის მიერ კომერციულ ხომალდებზე თავდასხმებს და გამოთქვეს მზაობა უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად.

20 მარტს ასეთივე განცხადება გაავრცელა ბაჰრეინმა, დღეს კი, სამხრეთ კორეამ.

1tv.ge