არაბიკას ყავის ფასმა სამშაბათს ბოლო ორი თვის მაქსიმუმამდე მოიმატა შეშფოთების გამო, რომ ბრაზილიაში ცივმა ამინდმა შესაძლოა მსოფლიოში ყავის უდიდესი მწარმოებლის მიერ მიწოდების შეზღუდვა გამოიწვიოს.

ნიუ-იორკში ვაჭრობისას არაბიკას დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 2.6%-ით გაიზარდა და ფუნტზე 3.45 დოლარს მიაღწია.

„მოვაჭრეები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან, რომ ბრაზილიაში ყავის წლევანდელი მოსავალი არასასურველი ამინდის პირობების გამო მოსალოდნელზე ნაკლები იქნება“, - განაცხადა „McDougall Global View“-ს წარმომადგენელმა მაიკლ მაკდუგალმა.

ვრცლად interfax – ზე