გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „მარცვლეულის შეთანხმების“ რამდენიმე თვით გაგრძელების სანაცვლოდ, სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს. ინფორმაციას „Reuters“ მდივნის პრესსპიკერზე ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გუტერეშმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, თუმცა მან დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.
„მიზანი არის დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმული მთავარი შეშფოთებაა, რათა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით“, – განუცხადა გაერო-ს სპიკერმა მედიას.
რუსული სოფლის მეურნეობის ბანკი – „როსელხოზბანკი“ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა. ევროკავშირის წარმომადგენელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს რუსული ბანკების აღდგენას.