ონლაინ გაყიდვებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს შავ პარასკევს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, სავაჭრო ცენტრების ტრაფიკი კი 52%-ით დაეცა. მყიდველებმა დახარჯეს თითქმის 9 მილიარდი დოლარი ონლაინ მაღაზიებში, ეს 22%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც ონლაინ გაყიდვები შეადგენდა $7,4 მილიარდს, იტყობინება MarketWatch, Adobe Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ყველაზე ხშირად შეძენილი ნივთები იყო Hot Wheels-ის სათამაშო მანქანები, ლეგოს კომპლექტები, AirPods ყურსასმენები, Samsung ტელევიზორები და სათამაშო მოწყობილობები. Adobe განმარტავს, რომ ონლაინ კომერცია გაიზარდა იმის გამო, რომ პანდემიის გამო, ადამიანებმა დაიწყეს ონლაინ ისეთი კატეგორიების ყიდვა, როგორიცაა ალკოჰოლი და საკვები.