2023 წლის პირველ კვარტალში American Airlines Group-მა, იანვარ-მარტში საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნის ზრდის გამო, წმინდა მოგება და რეკორდული შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ კომპანიის კვარტლურ ანგარიშშია საუბარი.
ავიაკომპანიის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა $10 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $0.02, წინა წლის $1,64 მილიარდის, ანუ აქციაზე $2,52-ის წმინდა ზარალთან შედარებით.
მოგებამ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 0,05 აშშ დოლარი ერთ აქციაზე. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ საშუალო მაჩვენებელი 0,04 დოლარი იქნებოდა აქციაზე.
American Airlines-ის კვარტალური შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და 12,19 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ავიაკომპანიის გადაზიდვების მოცულობა იანვარ-მარტში 9,2%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. მისი ფრენის დატვირთვა გასული წლის პირველ კვარტალში 74,4%-დან 80%-მდე გაიზარდა.
American Airlines-მა პირველ კვარტალში საოპერაციო ფულადი ნაკადების (3,3 მილიარდი დოლარი) და თავისუფალი ფულადი სახსრების ნაკადების ($3 მილიარდი) რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა და დავალიანება $850 მილიონზე მეტით შეამცირა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მის მომსახურებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.
კომპანიის პროგნოზით, მეორე კვარტალში მისი კორექტირებული მოგება იქნება 1,2-1,4 დოლარი აქციაზე (ანალიტიკოსები პროგნოზირებენ - 1,04 აშშ დოლარი ერთ აქციაზე), ხოლო წლის ბოლოსთვის - 2,5-3,5 დოლარი ერთ აქციაზე.
ხუთშაბათის ვაჭრობისას American Airlines-ის აქციების ფასი 3.1%-ით გაიზარდა.