ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში, 14 ივლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიემო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ე.წ "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ჩატარდა.

„გიდასტურებთ, რომ საგამოძიებო სამსახური თანამშრომლების მიერ რამდენიმე კომპანიაში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები“,- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედები გუშინ, 14 ივნისს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Ipn.ge