გერმანულმა სადაზღვევო გიგანტმა Allianz SE-მ გააუმჯობესა მოგების ზრდის საშუალოვადიანი პროგნოზი და ასევე დაჰპირდა აქციონერებს გადახდების გაზრდას.
კომპანია ახლა ელოდება, რომ მოგება ერთ აქციაზე გაიზრდება 7%-დან 9%-მდე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.მასალის თანახმადვე, წინა პროგნოზი იყო 5-7%-იანი ზრდა.
Allianz ასევე პროგნოზირებს უკუგებას კაპიტალზე (ROE) მინიმუმ 17% მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, მზღვეველმა შეცვალა დივიდენდების პოლიტიკა და ახლა გეგმავს წმინდა მოგების მინიმუმ 75%-ის გადახდას დივიდენდების და აქციების გამოსყიდვის სახით. წინა პოლიტიკა ითვალისწინებდა წმინდა მოგების მინიმუმ 60%-ის განაწილებას დივიდენდებზე; ეს მიზანი შენარჩუნდა.
ნოემბერში Allianz-მა განაახლა თავისი 2024 წლის პროგნოზი და ახლა ელოდება, რომ საოპერაციო მოგება უფრო ახლოს იქნება მის სახელმძღვანელო დიაპაზონთან რაც 13,8-15,8 მილიარდ ევროს შეადგენს.