საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო კამპანია „All Aboard Greece“, რომლის მიზანია საბერძნეთში საკრუიზო სექტორში თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის კრუიზებისთვის მესამე ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი გახდა, რომელსაც სულ უფრო მეტი საკრუიზო გემი ირჩევს 21 ივლისს სპეციალური გადასახადის შემოღების მიუხედავად.

„საბერძნეთი საზღვაო ქვეყანაა და მე მჯერა, რომ აქ კრუიზების რაოდენობა გაიზრდება. ეს იყო პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემდეგ საზღვაო მოგზაურობამ ხელახლა დაიწყო განვითარება. მას შემდეგ საბერძნეთი მუდმივად ზრდის თავის როლს საერთაშორისო კრუიზებში“, - ამბობს თეოდორა რიგა, ხმელთაშუა ზღვის კრუიზის პორტების ასოციაციის (MedCruise) პრეზიდენტი და კორფუს პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის (CLIA) მონაცემებით, კრუიზებს საბერძნეთის ეკონომიკისთვის მილიარდ ევროზე მეტ დამატებით ღირებულებას მოაქვთ და კუნძულოვან თემებში ასობით სამუშაო ადგილს ქმნიან.

ვრცლად euronews – ზე