ნანტის მახლობლად მდებარე ენდრში სტომრობისას, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა დაასახელა გემის სახელწოდება, რომელიც „შარლ დე გოლს“ ჩაანაცვლებს.

ემანუელ მაკრონი ეწვია ობიექტს, სადაც 2026 წლის 18 მარტს ახალი ფრანგული ავიამზიდის მშენებლობა დაიწყოFRANCE TELEVISIONS

მას „თავისუფალი საფრანგეთი“ (France Libre) ერქმევა - საფრანგეთის ახალი ავიამზიდის სახელი ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს, 18 მარტს, ენდრში (ატლანტიკის ლუარა), „ნავალ გრუპის“ საწარმოო ობიექტზე სტუმრობის დროს დაასახელა, სადაც ხომალდის მშენებლობა იწყება. ახალი ფლაგმანი, რომელიც ავიამზად „შარლ დე გოლს“ ჩააანაცვლებს, 2038 წელს შევა ექსპლუატაციაში.

ახალი თაობის ეს ავიამზიდი საკმაოდ მასშტაბურია: მისი სიგრძე თითქმის 300 მეტრი იქნება, წონა კი - დაახლოებით 80 ათასი ტონა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება „შარლ დე გოლის“ მონაცემებს. მის ბორტზე შესაძლებელი იქნება დაახლოებით 40 საფრენო აპარატის განთავსება, მათ შორის - საბრძოლო თვითმფრინავების და დრონების, - რომელთა გაშვება სამი ელექტრომაგნიტური კატაპულტით მოხდება.

სტრატეგიული პროექტი საფრანგეთის საზღვაო ძალებისთვის

ორი ბირთვული რეაქტორით აღჭურვილ ავიამზიდს შეეძლება, საწვავით შევსების გარეშე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს, რაც უდიდესი უპირატესობაა შორ მანძილზე სამხედრო ძალების გადასროლის დროს. ამასთან, მისი მშენებლობა წარმოადგენს მსხვილ ინდუსტრიულ პროექტს, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. საფრანგეთის პრეზიდენტმა, მარტის დასაწყისში კვიპროსში ვიზიტისას, უკვე ახსენა ეს მომავალი „საზღვაო საგანძური“, რომელიც კარგად ჯდება ქვეყნის გრძელვადიანი საზღვაო სტრატეგიის კონტექსტში. საფრანგეთი აპირებს, მომავალშიც შეინარჩუნოს, თავისი, როგორც პირველხარისხოვანი საზღვაო სახელმწიფოს პოტენციალი.

წყარო: 1 არხი