2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში $2 954 900 დოლარის ღირებულების 363.8 ტონა საცობები, ხუფები და სახურავები შემოვიდა.

საქსტატის სავაჭრო პორტალის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი, ღირებულების მიხედვით თითქმის 41%-იანი ზრდაა, მოცულობის მიხედვით კი - 69.6%-იანი ზრდა.

2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის უცვლელია იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, საიდანაც ეს პროდუქცია შემოგვაქვს. კერძოდ, პირველ და მეორე ადგილებს კვლავ უკრაინა და თურქეთი იკავებენ თითქმის იდენტური მაჩვენებლებით.

2026 წლის ორ თვეში იმპორტიორი ქვეყნების ტოპ სამეული რუსეთმა დატოვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველო საცობებს, ხუფებსა და სახურავებს ყიდულობს, ასე გამოიყურება:

ქვეყნები ათასი აშშ დოლარი ტონა
უკრაინა 1 088.8 96.7
თურქეთი 482.9 69.3
ავსტრია 395.6 37.8
პოლონეთი 212.0 18.5
ერაყი 200.8 22.9
რუსეთი 188.2 9.4
ჩინეთი 105.0 28.9
ბულგარეთი 92.1 16.6
უზბეკეთი 69.8 47.8
სომხეთი 33.9 6.1

რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, გასულ წელს ქვეყანაში ჯამში $20 161 500 დოლარის ღირებულების 2 600 ტონა საცობები, ხუფები და სახურავები შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის ღირებულება სულ მცირე 2020 წლიდან ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება.

  • 2020 - $11.8 მლნ-ის 2.4 ათასი ტონა
  • 2021 - $14.6 მლნ-ის 2.5 ათასი ტონა
  • 2022 - $17.4 მლნ-ის 2.2 ათასი ტონა
  • 2023 - $18.1 მლნ-ის 2.6 ათასი ტონა
  • 2024 - $19.6 მლნ-ის 2.8 ათასი ტონა
  • 2025 - $20.1 მლნ-ის 2.6 ათასი ტონა

bm.ge