„ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის არმიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი უწოდა.

„მათ აქვთ მაღალი დონის ორგანიზებულობა, მაღალი მომზადების დონე, მაღალი ინტელექტის დონე, აქვთ სხვადასხვა იარაღი. უფრო მეტიც, ისინი მუშაობენ ნებისმიერ სისტემაზე: საბჭოთა, ნატოზე, ყველაფერზე - ისინი ერთნაირად წარმატებულები არიან“, - განუცხადა მან რუს პროპაგანდისტებს.

პრიგოჟინმა კვლავ გააკრიტიკა რუსული ჯარები და თქვა, რომ ისინი "ჩექმებით შეცვივდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტების საძებნელად".

„კიევს მივუახლოვდით, მერე, ჩაისვარეს და დავიხიეთ, მერე ხერსონში - ჩავისვარეთ და დავიხიეთ, იზიუმი, კრასნი ლიმანი... და რატომღაც არაფერი გამოგვდის“, - განაცხადა პრიგოჟინმა.