ინდური „Adani Enterprises“, 2035 წლამდე 100 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობაში, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე იმუშავებენ.
კომპანიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია მსოფლიოში უდიდესი ინტეგრირებული მონაცემთა ცენტრის პლატფორმის შექმნა რაც ინდოეთს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტისთვის გლობალურ რბოლაში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
Adani–ს შეფასებით, ეს ინვესტიციები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე დაკავშირებულ ინდუსტრიაში, მათ შორის ღრუბლოვან პლატფორმებსა და სერვერების წარმოებაში, ხარჯების 150 მილიარდი დოლარით გაზრდას გამოიწვევს.