30 წლის ექსტრემალი რემი ლუსიდი, რომელიც ცნობილია ინსტაგრამის ტრიუკებით, ჰონგ-კონგში  68-სართულიანი ცათამბჯენიდან, 721 ფუტის სიმაღლიდან დაცემის შედეგად გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა  daily mail ავრცელებს, ექსტრემალმა მისი  ბოლო  ფოტო  ცათამბჯენის სახურავიდან გამოაქვეყნა. 

30 წლის რემი ლუსიდსი გამოირჩეოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა  სიმაღლის კოშკებზე  ასვლით, ესენი  იყო ელექტროგადამცემი ბოძები, ამწეები, ხიდები, ან სხვა. 

ლუსიდიმ, რომელიც სოციალურ მედიაში "რემი ენიგმას" სახელით არის ცნობილი, საბედისწერო დაცემამდე 721 ფუტიანი Tregunter Tower-ის საცხოვრებელი კორპუსის 68-ე სართულს მიაღწია, რომელიც ჰონგ კონგის მაღალი დონის Mid-Levels-ის რაიონში მდებარეობს.

ახალგაზრდა ექსტრემალი დამლაგებელმა შენიშნა, რომ იგი კაკუნებდა პენტჰაუსის ფანჯრებზე, რათა შენობაში შესულიყო, თუმცა  სანამ მის  დახმარებას  შეძლებდნენ ის გადავარდა და დაიღუპა.