სტრიმინგ სერვისი Disney+, მომავალი წლის თებერვალში აჩვენებს სუპერბოულს, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალურ თამაშს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ღონისძიებას, – ამის შესახებ ნათქვამია Walt Disney Co.-ს განცხადებაში.

კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში Disney+-ის ყველა აბონენტისთვის.

კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ მისი სპორტული განყოფილება, ESPN, ისტორიაში პირველად გადასცემდა სუპერბოულს. გარდა ამისა, სამწლიანი როტაციის ფარგლებში, თამაში დისნეის საკუთრებაში არსებულ ABC-ზე გავა.

ვრცლად interfax – ზე