2025 წელს რუსეთის დარტყმების შედეგად დაახლოებით 2400 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12000 დაშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია, იუწყება Bloomberg ევროპის მთავრობების ანგარიშზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მარტში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ, დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მაისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის მთელი მსვლელობის განმავლობაში 40 ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
Bloomberg-ის ცნობით, წლის მეორე ნახევარში რუსეთმა უკრაინაში ყოველთვიურად საშუალოდ 5300 დრონი გაუშვა. ეს ხუთჯერ მეტია 2024 წლის საშუალო მაჩვენებელზე.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge