2024 წლის პირველ ცხრა თვეში ევროკავშირის საგარეო საზღვრების უკანონო გადაკვეთის მცდელობები 42%-ით ნაკლები იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ამას მოწმობს ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მონაცემები, რომელიც „ევროპეისკაია პრავდას“ მოჰყავს.

2024 წლის დასაწყისიდან ევროკავშირში არალეგალურად შესვლის 166 ათასი მცდელობა დაფიქსირდა, გასულ წელს კი იმავე პერიოდში თითქმის 280 ათასი იყო. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ყველაზე შესამჩნევი კლება დაფიქსირდა დასავლეთ ბალკანეთის და ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის მარშრუტებზე - შესაბამისად 79%-ით და 64%-ით, აღნიშნეს Frontex-ში.