2031 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ლიხტენშტაინი შეინარჩუნებს, რომელსაც სინგაპური და ირლანდია მოჰყვებიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზებზე დაყრდნობით, 2031 წელს ლიხტენშტაინში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 226 ათას დოლარს გადააჭარბებს, სინგაპურში კი 215 ათას დოლარს მიაღწევს.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 2026 და 2031 წლების პროგნოზებს ადარებს. რეიტინგი ეფუძნება მშპ-ს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით გაანგარიშებას, რაც ქვეყნებს შორის ფასების დონის განსხვავებას ითვალისწინებს და ეკონომიკური წარმოების შედარების საშუალებას იძლევა.

რომელი ქვეყნები ლიდერობენ 2031 წლის პროგნოზით? (მშპ ერთ სულ მოსახლეზე, აშშ დოლარი, PPP-ის მიხედვით)

ადგილი

ქვეყანა

2031 წლის პროგნოზი

1

ლიხტენშტაინი

$226,009

2

სინგაპური

$215,234

3

ირლანდია

$182,089

4

მაკაო

$173,925

5

ლუქსემბურგი

$173,819

6

კატარი

$170,374

7

გაიანა

$141,840

8

ტაივანი

$136,337

9

ნორვეგია

$132,212

10

შვეიცარია

$123,488

11

ბრუნეი

$122,045

12

აშშ

$114,955

13

არაბთა გაერთიანებული საამიროები

$114,421

14

დანია

$108,271

15

ჰონგ-კონგი

$103,316

16

ნიდერლანდები

$102,282

17

სან-მარინო

$101,730

18

მალტა

$100,679

19

საუდის არაბეთი

$93,860

20

ისლანდია

$93,177

21

შვედეთი

$93,010

22

გერმანია

$92,034

23

ბელგია

$92,023

24

ავსტრია

$90,502

25

სამხრეთ კორეა

$87,745

ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით კატარი გამოირჩევა. 2031 წლისთვის ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 64%-ით უნდა გაიზარდოს და 170 ათას დოლარს გადააჭარბოს. მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი გაიანაშიც – 43%-ით, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 37%-ით.

ლიდერთა შორის პოზიციების ცვლილებაც საყურადღებოა. ირლანდია მესამე ადგილზე გადაინაცვლებს და ლუქსემბურგს გაუსწრებს, რომელიც რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდება. ამასთან, ნორვეგია და შვეიცარია, მიუხედავად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდისა, რეიტინგში სამ-სამ პოზიციას დაკარგავენ.