გასულ წელს, ესტონეთის მოქალაქეობა 747 ისეთ პირს მიენიჭა, რომლებმაც ადრე სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვეს. ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის პირველ სამ თვეში ესტონეთის მოქალაქეობა 174-მა ასეთმა პირმა მიიღო.

მათ შორის, ვისაც გასულ წელს ესტონეთის მოქალაქე გახდა, ყველაზე მეტი (374) ისეთი ადამიანი იყო, ვინც ადრე მოქალქეობის არმქონე პირს (ე. წ. „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელები - რედ.) წარმოადგენდა. მათ გარდა, ესტონეთის მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 196 ყოფილ მოქალაქესაც მიენიჭა.

რაც შეეხება 2025 წლის პირველ , როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი აღნიშნავს, ესტონეთის მოქალაქეობა 174 ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 80 ადრე მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო 52 რუსეთის ფედერაციის ყოფილი მოქალაქე იყო.

კვარტალში, საშუალოდ, ესტონეთის მოქალაქეობას 10-მდე ადამიანი იღებს, რომლებსაც ადრე უკრაინის, ბელარუსისა და პაკისტანის მოქალაქეობა გააჩნდათ, სხვა ეროვნების მოქალაქეობის მქონეთა რაოდენობა კი კიდევ უფრო ნაკლებია.

2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხრიდან ესტონეთის მოქალაქეობის მიღების ინტერესი გაიზარდა. თუმცა, დღეისთვის, მოთხოვნის მაჩვენებელი ძველ დონეს დაუბრუნდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის ესტონეთის მოქალაქეობის მიღების მიმართ ინტერესი არ გაზრდილა.

წყარო: 1არხი