ზაფხულის სეზონისთვის ბათუმის ბულვარში საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.

ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რაც მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას გულისხმობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად, რესტავრატორის ჩართულობით მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვარს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება.

ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.  პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და განახლდა ინფრასტრუქტურა.