საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ტურისტულ გამოფენაში 45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. OTM-2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე შესახებ საუბრობს Wyndham Grand Tbilisi-ის წარმომადგენელი მაკა მანდარია.
„ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა წარმატებული იქნება და დიდი იმედი გვაქვს ამ ტურისტული ბაზრის, ინდოეთიდან გვაქვს პირდაპირი ფრენა, კერძოდ დელიდან და ვფიქრობ 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირებებს ჩვენი სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის მაჩვენებლის ზრდას. ეს გამოფენა წარმატებულია, შეხვედრები საკმაოდ საინტერესო იყო. სამომავლოდ კიდევ თუ გაგრძელდება ინდოეთის გამოფენები ძალიან საინტერესო იქნება, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა“,- განაცხადა მაკა მანდარიამ.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.