2023 წლის ბოლოს, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდის შემდეგ პირველად, 90%-ით აღდგება. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით მსოფლიოში 975 მილიონი ტურისტული რეისი განხორციელდა, რაც 38%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

„2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებლის 87%-ით აღდგა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის თითქმის 90%-ს მიაღწევს. ამასთან, ბევრმა ქვეყანამ უკვე აღადგინა ტურისტული ნაკადი და გადააჭარბა კიდეც 2019 წლის მაჩვენებლებს“, - ნათქვამია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, აღდგენის ტემპი ყველაზე სწრაფი ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაშია.

ევროპამ, ორგანიზაციის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში 550 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო, რაც მსოფლიოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 56%-ია. ეს არის პანდემიამდელი დონის 94%. რეგიონის სწრაფ აღდგენას შეუწყო ხელი მოგზაურობის დიდმა მოთხოვნამ როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში.

აფრიკამ პანდემიამდელი ტურისტული ნაკადების 92% აღადგინა, ხოლო ამერიკაში ჩამოსვლამ ამ პერიოდში 2019 წლის დონის 88%-ს მიაღწია.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი კვლავ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ნაწილებს პანდემიის შემდეგ ქვეყნების გვიანი გახსნის გამო. ამავდროულად, სამხრეთ აზიაში მდგომარეობა შესამჩნევად უკეთესია, ვიდრე ჩრდილოეთ აზიაში - 95% აღდგენა 50%-ის წინააღმდეგ.

იზრდება საერთაშორისო მოგზაურობის ხარჯებიც მთელს მსოფლიოში. UNWTO-ს პროგნოზით, წლის ბოლომდე ისინი 1,4 ტრილიონ დოლარს მიაღწევენ, რაც 2019 წელს პანდემიამდელი დონის 93%-ს, ანუ - 1,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

www.bpn.ge