„ავიაციის მიმართულებით რეპუტაციის გაფუჭება უკვე საერთაშორისო ავიაკომპანიების დონეზე გადაწყვეტილების გადახედვას ნიშნავს,“- ამის შესახებ, რადიოგადაცემაში „საქმე“ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმა, ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, განაცხადა.

„ბოლო 10 წლის მონაპოვარი არის ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სიკეთეები. ამდენი ვიშრომეთ, კერძო და საჯარო სექტორმა ერთად და დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეს ყველაფერი.

ჩვენ ვართ მოწყვლადი სფერო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით. რეპუტაციის გაფუჭება ავიაციის მიმართულებით, საერთაშორისო ავიაკომპანიების დონეზე გადაწყვეტილების გადახედვას ნიშნავს.

რამდენი ჩვენი მოქალაქე, ქუთაისი აეროპორტის და WIZZair- ის საშუალებით ახერხებს ოჯახების შენახვას, ევროპის ქალაქებში მუშაობას მცირე დროით, შემდეგ კი უკან დაბრუნებას. თუ ეს ყველაფერი შეიცვალა, ამას ყველა ოჯახი იგრძნობს რეგიონში,“ - განაცხადა თანდაშვილმა.

წყარო: bpn.ge