მესტიაში მოქმედი სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოში ვიზიტორების გაზრდილი სტატისტიკა ბუნებრივია, რადგან ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. როგორც სასტუმროს მფლობელმა, ეკატერინე გველესიანმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში აღნიშნა, საქართველოსთვის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა უფრო მნიშვნელოვანია.

2025 წელს გლობალურად ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით უკვე 5%-ით არის გაზრდილიშესაბამისადრაღაც პროცესები ისედაც ბუნებრივ კანონზომიერებაში ჯდება და ტურისტების რაოდენობის გაზრდისთვის რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირონიშვნელოვანია, რომ ხარისხი გაიზარდოს და ის სეგმენტი მოვიზიდოთ და ის ბაზრები ავითვისოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა უფრო მნიშვნელოვანიავიდრე რაოდენობარატომღაც ჩვენთან სულ რაოდენობაა ხაზგასმული, ამდენი და ამდენი ვიზიტი შედგაო - ეს არ არის მაინც და მაინც სახარბიელო და სასურველი“, - მიიჩნევს ეკატერინე გველესიანი.

#რედაქტ2-ის კითხვაზე, როგორ ეტყობა ბიზნესს ტურიზმის გაზრდილი შემოსავლები და რაოდენობები, დარგის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ვეყნის მასშტაბით ტურისტთა რაოდენობა ნამდვილად გაზრდილიათუმცა ეს არ არის პროპორციულად გაზრდილი - დედაქალაქში და რამდენიმე სხვა ქალაქში სასტუმროები დატვირთულობის ზრდაზე საუბრობენ, თუმცა რეგიონების და კონკრეტულად სვანეთის შემთხვევაშიმიუხედავად იმისარომ დატვირთულობა გაიზარდა, შემოსავლები შეუმცირდათ.

„ჩვენ შემთხვევაში, იძულებული ვართრომ ფასები იმ ახალ სეგმენტსიმ ახალ ბაზარს მოვარგოთსაიდანაც ტურისტები შემოდიანსამწუხაროდეს აღარ არის მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტიფასების დაკლება გვიწევსწინა წლებთან შედარებით განთავსების ღირებულება დაახლოებით 30-40%-ით გვაქვს შემცირებულირაცბუნებრივიაშემოსავლებზე აისახება. შემოსავალი ორი კომპონენტისგან შედგება - დატვირთულობა და ნომრის ფასი. როდესაც დატვირთულობა იზრდება, მაგრამ ფასი შემცირებულია, ბუნებრივია, რომ საერთო ჯამში შემოსავალი ვერ იზრდება“, - აღნიშნავს ეკატერინე გველესიანი.

მისი თქმით, წელს სასტუმრო „ფალიანს“ ძირითადად ჩინეთისინდოეთისისრაელისთურქეთისპაკისტანის მოქალაქეები სტუმრობდნენ.

„წლიურად სასტუმროს დატვირთულობა 20%-ით გაიზარდაანუ ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე დაახლოებით 85-90%-მდე დატვირთულობას მივაღწიეთრაც ძალიან მაღალი მაჩვენებელიაბუნებრივია, ეს ძალიან კარგია მოკლევადიან პერსპექტივაშითუმცა ეს ძირითადად ფასების შემცირების ხარჯზე მოვახერხეთშესაბამისადჯამურად შემოსავალი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

ჩვენ სასტუმრო „ფალიანის“ ტერიტორიაზე რესტორანიც გვაქვსრომელიც წელს არ გაგვიხსნიაიმიტომ რომ მოთხოვნა აღარ ყოანუ ასე ვთქვათსაშუალოზე მაღალი დონის სეგმენტირომელიც კვებაზე მეტ ფულს ხარჯავს, წელს სვანეთში აღარ ყოფილა და მოთხოვნის არარსებობიდან გამომდინარეიძულებული გავხდით რესტორანი დაგვეხურა“, - აღნიშნა სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, წელს 9 თვის განმავლობაში, ქვეყანამ ტურიზმიდან 3 მილიარდ 640 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ ტრადიციულად რუსეთიდან მიიღო, ისევე როგორც ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შესრულდა. თუმცა 9 თვეში რუსეთიდან შემოსავლები 17%-ით 560 მილიონ დოლარამდეა შემცირებული, ისრაელიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 33%-ით 430 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მეზობელი თურქეთიდან კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა და სულ ამ ქვეყნიდან ვიზიტორებმა საქართველოში 454 მილიონი დოლარი დახარჯეს. აღსანიშნია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდანაც ჯამში 515 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტურისტულად საქართველოში 4.3 მილიონი ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 7.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში შესრულებული საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით, ყველაზე მეტი ზრდა ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან გვქონდა.

აღსანიშნია, რომ იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. თუმცა დიდი ბრიტანეთიდან და ევროგაერთიანებიდან 9 თვეში ვიზიტების რაოდენობა 13%-ით 394 ათას ვიზიტამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია და პოლონეთი ლიდერობენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზარდა.

ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა 1 245 744. წლიური ზრდა რუსეთიდან 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია.

bm.ge