Lonely Planet-ის მიხედვით კამერუნი, ლიეტუვა და ფიჯი ლიდერობდნენ 2025 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სიას. Best in Travel 2025 რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ეყრდნობოდნენ მოგზაურების, მწერლების, ტურიზმის სპეციალისტების მოსაზრებებს და ხელმძღვანელობდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა უნიკალურობა, wow-ეფექტი და დანიშნულების ადგილის ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი. 

რეიტინგის სათავეშია კამერუნი აფრიკაში, რომელიც 2025 წელს აღნიშნავს დამოუკიდებლობის 65 წლის იუბილეს. ამ ქვეყნისადმი ყურადღება განპირობებულია “მისი ხელუხლებელი პლაჟებისა და ველური ბუნების სილამაზით”. აფრიკის სახელმწიფოს რეიტინგში ლიეტუვა და ფიჯი მოსდევს.

თავისი მწვანე პეიზაჟებით, დიდებული მთებითა და ულამაზესი უძველესი ქალაქებით ლაოსი მეოთხე ადგილს იკავებს.

TOP-10-ში ასევე მოხვდნენ ყაზახეთი, პარაგვაი, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ, სლოვაკეთი და სომხეთი.

ქალაქებს შორის ლიდერი იყო ტულუზა, სიდიდით მეოთხე ქალაქი საფრანგეთში, რომელსაც ზოგჯერ “მინიატიურულ პარიზს” უწოდებენ მდინარის ულამაზესი ხედებისა და სამხატვრო გალერეების გამო.

Lonely Planet-ის მიხედვით, 2025 წელს ათი საუკეთესო ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • კამერუნი;
    2. ლიეტუვა;
    3. ფიჯი;
    4. ლაოსი;
    5. ყაზახეთი;
    6. პარაგვაი;
    7. ტრინიდადი და ტობაგო;
    8. ვანუატუ;
    9. სლოვაკეთი;
    10. სომხეთი.

avianews.ge