წელს დასავლეთ ევროპიდან ტურიზმი იყო ძალიან ცუდი - აღნიშნული  განცხადება „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარმა გააკეთა. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომიც. ამასთან ია თაბაგარმა 2023 წლის ზაფხულში დაღუპული ტურისტების რაოდენობაზეც გააკეთა აქცენტი

დასავლეთ ევროპიდან ტურიზმი იყო ძალიან ცუდი. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, დასავლეთ ევროპიდან ტურიზმი არის კულტურის გაზიარება და მაღალი ხარისხი. ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანაში გვქონდეს მაღალი ხარისხი აუცილებლად გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტი. ამის მიზეზი ბევრი არსებობდა უკრაინის ომი, ის რომ პირდაპირი ფრენები არ სრულდება, ის რომ საქართველოს რეპუტაცია ცოტათი შესუსტებულია უსაფრთხოების კუთხით. ძალიან სამწუხარო რამ უნდა ვახსენო, ამ ზაფხულს უამრავი ტურისტი დაიღუპა საქართველოში და ეს იყო როგორც უცხოეთიდან შემოსულები, ისე შიდა ტურისტებიც, შოვშიც უმრავლესობა ტურისტი იყო, ისინი კურორტზე ისვენებდნენ. თუშეთშიც შვეიცარიელი ტურისტი დაიღუპა გზის გამო, სადაც არ არსებობს არც რაიმე გაამფრთხილებელი წარწერა, არც ბარიერი, ან უნდ აიყოს ეს ბილიკი დაკეტილი, ან უნდა იცოდნენ რა ხიფათი ელოდებათ.