მობილურების მწარმოებელი კომპანია Xiaomi ახალ მოდელებს Xiaomi 14-ისა და Xiaomi 14 Pro-ის ნოემბრის ბოლოს წარადგენს. 

Xiaomi 14-ს 4860 mAh ბატარეა ექნება. მისი დატენის სიმძლავრე 90 ვატი იქნება.

თავის მხრივ, Pro ვერსია აღჭურვილი იქნება 5000 mAh ბატარეით, 120 ვატი დატენის სიმძლავრით.

შედარებისთვის, Xiaomi 13-ს 4500mAh (67W) ბატარეა აქვს, ხოლო Xiaomi 13 Pro-ს 4820mAh (120W) ბატარეა აქვს.

Xiaomi 14 Pro-ს ექნება ყველაზე თხელი ჩარჩოები ყველა სმარტფონებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი მოდელის ჩარჩოს ზომა მხოლოდ 1 მმ იქნება და ეს ეხება არა მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ ოთხივეს. მაგალითად, ახალი iPhone 15 Pro სავარაუდოდ რეკორდული ზომის 1.55 მმ ჩარჩოთი იქნება წარმოდგენილი.