AST SpaceMobile-მა და AT&T-მა პირველი სატელიტური ზარი განახორციელეს ჩვეულებრივი სმარტფონის გამოყენებით. ეს არის პირველი ნაბიჯი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ინფორმაციას Android Authority ავრცელებს.

ზარი ტეხასიდან იაპონიაში Samsung Galaxy S22 Ultra-თი განხორციელდა.

რაში მდგომარეობს ამ მოვლენის ისტორიულობა - რა თქმა უნდა სატელიტურ ტელეფონებში ახალი არაფერია. ეს დიდი მოცულობითი ტელეფონები პირდაპირ უკავშირდებიან სატელიტს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის კომსტრუირებული სმარტფონი, შეუძლებელია სატელიტური ზარის მთელი ტექნოლოგიის ჩვეულებრივი სმარტფონში გადატანა.

თუმცა, AST SpaceMobile-მა დაამტკიცა, რომ სატელიტთან დასაკავშირებლად სმარტფონში არაფრის ჩამონტაჟება არაა საჭირო.

ახალ ტელეფონებს სატელიტური კავშირის მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებაზე. ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ კავშირზე დარჩენა შესაძლებელია ნაკლებ პროგრესული გაჯეტებითაც და არა მხოლოდ ტექსტური კომუნიკაციის დონეზე.

ეს სისტემა იყენებს Iridium-ის სატელიტურ ქსელს და მუშაობს ისევე, როგორც კომპანია Garmin-ის და მისი კონკურენტების InReach პროდუქტები. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოწყობილობა სატელეფონო ზარების განსახორციელებლად. მათ მხოლოდ ტექსტისა და გამოსახულების მხარდაჭერა აქვს.

პირველი სატელიტური ზარის დროს სიგნალი ტეხასიდან Galaxy S22 Ultra-დან გადავიდა BlueWalker 3-ის თანამგზავრზე, საიდანაც ის შემდეგ იაპონიაში სხვა სმარტფონზე გადაეცა. AT&T-ის განუსაზღვრელი სპექტრი მოქმედებდა როგორც შუამავალი, ამიტომ თავად ტელეფონებს არ სჭირდებოდათ მოდიფიკაცია. თეორიულად, ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი ტელეფონით, რომელსაც LTE-ს მხარდაჭერა აქვს.

ამ ტესტმა ასევე აჩვენა, რომ BlueWalker 3-ის თანამგზავრს შეუძლია უზრუნველყოს ფიჭური ფართოზოლოვანი სიჩქარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ დაკავშირება, ძვირადღირებული მობილური ანძების ინფრასტრუქტურის გარეშეა შესაძლებელია, მაშინაც კი, თუ თქვენს მარტივი სმარტფონი გაქვთ. მომავალში, ამას შეუძლია შეამციროს დატვირთვა ტრადიციულ მობილურ ანტენებზე.