პარიზის პროკურორმა ლორ ბეკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ეს ლუვრის დირექტორის შეფასებაა, განაცხადა ბეკომ ფრანგულ რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მძარცველები მოპარულ სამკაულებს არ დაშლიდნენ ან არ გადაადნობდნენ.

კვირა დილით რამდენიმე მძარცველი შეიჭრა ლუვრის გალერეაში, სადაც „ფრანგული გვირგვინის სამკაულებია“ გამოფენილი. კულტურის მინისტრის თქმით, მოიპარეს „ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის“ რვა ნივთი. მძარცველებმა გაქცევა მოახერხეს.

ვრცლად Interfax - ზე