რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კე­რა­მი­კის სა­ხე­ლოს­ნო და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ავ­რცე­ლებს.

გამ­ზირ­ზე ამ ეტაპ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • არ­ქე­ო­ლო­გი მე­რაბ ძნე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე მუ­შა­ობს, აცხა­დებს, რომ ეს არის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მრა­ვა­ლი წელი ელო­და რო­დის გა­იხ­სნე­ბო­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი.

მი­სი­ვე თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აღ­მო­ჩე­ნა ახა­ლია, ჯერ რთუ­ლია ზუს­ტი წლე­ბის დად­გე­ნა, თუმ­ცა, უხე­ში სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დი X-XII სა­უ­კუ­ნე­ებს მო­ი­ცავს, იქამ­დე სა­ნამ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და მეფე.

"ეს არის სა­ხე­ლოს­ნო უბა­ნი, ქურა, სა­დაც გა­მო­იწ­ვე­ბო­და კე­რა­მი­კა. რო­გორც ჩანს, ამ პე­რი­ოდ­ში, როცა მოქ­მე­დებ­და ეს სა­ხე­ლოს­ნო, ხდე­ბა რა­ღაც შე­მო­სე­ვა და იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან და­ტო­ვონ ეს ტე­რი­ტო­რია" - ამ­ბობს არ­ქე­ო­ლო­გი მე­რაბ ძნე­ლა­ძე.

ვრცლად ambebi.ge-ზე