WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა, აპლიკაციის ახალ ვერსიაში მიმოწერის დასაწყებად ტელეფონის კონტაქტებში მომხმარებლის ნომრის დამახსოვრება აღარ იქნება აუცილებელი, - ინფორმაციას გამოცემა WABetaInfo ავრცელებს.
მიმოწერის დასაწყებად საჭირო იქნება „ახალი ჩატის დაწყების“ არჩევა და გახსნილ ფანჯარაში მომხმარებლის ტელეფონის ნომრის შეყვანა.
თუ ის WhatsApp-ით სარგებლობს, ძებნის შედეგებში მისი WhatsApp-ანგარიში გამოჩნდება, რის შემდეგაც მასთან მიმოწერის დაწყება იქნება შესაძლებელი.
განახლება უკვე ხელმისაწვდომია IOS და Android მოწყობილობებისთვის.