უკრაინა შვედურ ავიაგამანდგურებელ JAS 39 Gripen-ებს ყიდულობს.
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი უკრაინისა და შვედეთის ლიდერებმა გრძელვადიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შვედეთის მთავრობა მზადაა უკრაინასთვის ავიაგამანადგურებლის მიწოდებაზე. საუბარია 100-150 ერთეულ Gripen E ტიპის ავიაგამანდგურებლებზე.
მხარეები იმედოვნებენ, რომ შეკვეთის განხორციელება მომდევნო წლის პირველ ნახევარში მოესწრება.
შვედურმა და უკრაინულმა მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრა შვედური ავია და ავტომწარმოებლის, Saab-ის იმ ქარხანაში გაიმართა. იქ, სადაც მოიერიშე თვითმფრინავი JAS 39 Gripen-ი და სხვა თავდაცვითი შეიარაღება იწარმოება.