Uber არ ელის, რომ უპილოტო მანქანები მთელ ინდუსტრიას მოიცავენ, მაგრამ მათმა რაოდენობამ შეიძლება ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწიოს და ისინი უფრო მარტივ მარშრუტებზე იმუშავებენ, - ამის შესახებ Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროვშაჰიმ გასულ კვირას Aspen Ideas Festival-ზე განაცხადა.

„ათი წლის შემდეგ პლატფორმაზე ბევრად მეტი მძღოლი იქნება, ვიდრე დღეს არის. მაგრამ გამიკვირდება, პლატფორმაზე მძღოლების 10% ან 20% თუ რობოტი იქნება? ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს," - განაცხადა დარა ხოსროვშაჰიმ.

2020 წლის ბოლოს Uber-მა თავისი ავტონომიური მანქანების განყოფილება კონკურენტ Aurora-ს მიჰყიდა. თავდაპირველად ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო და მისმა თანადამფუძნებელმა ტრევის კალანიკმა ერთხელ თქვა, რომ მომავალში მსოფლიო უპილოტო მანქანებზე გადავიდოდა.

ხოსროშაჰი ამბობს, რომ უპილოტო მანქანები ტრანსპორტის რაოდენობას გაზრდის, დროთა განმავლობაში შეამცირებს ფასებს, შეძლებს მოთხოვნის სტიმულირებას და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.