"ტექნოლოგიურ სუვერენიტეტის უზრუნველყოფა არამხოლოდ სახელმწიფოს დაცვაა, არამედ თითოეული ადამიანის გადარჩენის გადაუდებელი საჭიროება" - ამის შესახებ კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც ჩანს უახლესი და პირველი ხელოვნურად შექმნილი კუნთოვანი (1000მდე კუნთი) პროტოკლონი რობოტი

ბოძაშვილის შეფასებით, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ შეუძლებელი და დაუჯერებელი უკვე აღარაფერია.

"ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ ტექგიგანტების გავლენას უდიდესი სახელმწიფოების პოლიტიკაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტი ფაქტობრივად გადაცემულია კორპორატიულ მართვაზე. თეთრი სახლის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, სხვა არაფერია თუ არა ილონ მასკის მადა უკრაინული ლითიუმისა და მინერალების მიმართ. ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოუწოდებდა ზელენსკის ომის დასრულებას ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. ჩიპების მწარმოებელი ტაივანური TSMC უფრო მნიშვნელოვანი კომპანიაა ვიდრე ყველა ტექგიგანტი ვინც გსმენიათ და გარკვეულწილად განსაზღვრავს აშშ და ჩინეთის პოლიტიკას ერთმანეთის მიმართ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი დღეს აღარაა საელჩო, არამედ კორპორატიული ინტერესი ტექგიგანტთან. უნდა გავიაზროთ, რომ ტრადიციულმა სამყარომ, მონტესკიესა და ლოკის ფორმულებმა დრო მოჭამა, რომ თუ ადაპტაციას ვერ შევძლებთ, დავკარგავთ ყველაფერს, როგორც ერი," - წერს ბოძაშვილი და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის "შეთქმულების თეორია" და არ არის საჭირო ვინმემ ფიზიკურად შემოგიტიოთ, რომ ეს დაიჯეროთ.  მისივე შეფასებით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო თუ სხვა სახის საფრთხეები.

ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირაა, ჩინეთის ერთერთი ჰეჯფონდის თანამშრომლებს აღმოუჩინეს თავის ტვინის ხელოვნური ინტელექტით დაპროგრამებული მიკრო ნანო ნაწილაკები (ქართულად "ჩიპები"), რომლებიც მათ მართვასა და პრაქტიკულად ზომბირებას ახდენს. ნაწილაკები სითხის მიღებით ხვდება ტვინში  და მათი მოცილება ამ ეტაპზე შეუძლებელია. არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტობრივი და ფორმალური მტკიცებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძაშვილი ამტკიცებს, რომ აუცილებელია, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი.

"დიდი ხანია ვსაუბრობ ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, რომლის უზრუნველყოფა არამხოლოდ სახელმწიფოს დაცვაა, არამედ თითოეული ადამიანის გადარჩენის გადაუდებელი საჭიროებაა. 1. კრიმინალიზდეს ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციისთვის მიზანმიმართული გამოყენება მედია და სხვა საშუალებებით.

2. კრიმინალიზდეს ადამიანის ნებაზე ზემოქმედების პროგრამული და ხელსაწყო საშუალებების გამოყენება და იმპორტი.

3. კრიმინალიზდეს იმ კვებისა და სამედიცინო პროდუქტების გაყიდვა-გავრცელება, რომელთა შემოწმება არ მომხდარა მსგავს ტექნოლოგიებზე.

4. GWP რა ვუყოთ არ ვიცი.

5. სახელმწიფომ დაამონტაჟოს შესაბამისი ლაბორატორიები ზემოაღნიშნული პროდუქტების შემოწმების მიზნით და გახადოს ის სავალდებულო," - წერს კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი.