დანიური ენერგოკომპანია Orsted ტაივანში მოქმედი ქარის ოფშორული ელექტროსადგურების 50%-იანი წილს ყიდის.

მას სადაზღვევო კომპანია Cathay Life Insurance 11.6 მილიარდ დანიურ კრონად, იგივე, 1.6 მილიარდ დოლარად შეისყიდის.

კომპანია ელექტროსადგურის 50%-იან წილს თავის მფლობელობაში შეინარჩუნებს. გადახდები კი ორ ეტაპად, 2024 და 2025 წლებში განხორციელდება.

კომპანიის განცხადებით, ჯამში 1.8 გიგავატის მქონე ქარის ოფშორული ელექტროსადგურები ტაივანში ორი მილიონი ოჯახის ელექტროენერგიაზე მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

საუბარია Orsted-ის 920 მეგავატიანი ოფშორული სადგურების პროექტზე, რომლის დასრულებაც 2025 წლისთვისაა დაგეგმილი. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც 50%-იანი წილის მფლობელობაში გადაცემას, ასევე ვალდებულებას, რომ ახალი მფლობელი ელექტროსადგურის მშენებლობის ხარჯების 50%-ს დაფარავს