სომხეთი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ChatGPT-ს ნერგავს. სომხეთის განათლების სამინისტრომ, OpenAI-მ და კომპანია Firebird-მა გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტებში 50 000 ChatGPT Edu და Codex-ის საგანმანათლებლო ლიცენზია დაინერგება.
პროგრამა 2026–2027 სასწავლო წლიდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე წვდომას მიიღებენ მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და მკვლევრები. პროექტის მიზანია AI-ის ინტეგრირება სწავლების, კვლევისა და საინჟინრო საქმიანობის პროცესებში, ასევე ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარება.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ChatGPT Edu დაეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალების მომზადებაში, ხოლო მოსწავლეებსა და სტუდენტებს – ინფორმაციის მოძიებაში, ანალიზსა და კვლევით საქმიანობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა AI-ის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას.
პროექტის პირველი ეტაპი სრულად დაფინანსდება Firebird-ის მიერ, ხოლო მისი შედეგების შეფასების შემდეგ სომხეთის მთავრობა განიხილავს პროგრამის გაფართოებასა და მუდმივ სახელმწიფო დაფინანსებას.
ეს ინიციატივა სომხეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია ქვეყანა რეგიონში ხელოვნური ინტელექტის განათლების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს.