ChatGPT-ის გაშვება OpenAI-ს დღეში შესაძლოა $700,000 უჯდება. ამის შესახებ Business Insider-ი იტყობინება.

ChatGPT-ის გამოყენება სამოტივაციო წერილების დასაწერად, გაკვეთილების გეგმების და გაცნობის პროფილის შესაქმნელად შეიძლება OpenAI-ს დღეში $700,000-მდე დაუჯდეს. ამის მიზეზი ძვირად ღირებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა, რომელიც აძლიერებს AI-ს. ამის შესახებ The Information-ს კვლევითი ფირმა SemiAnalysis-ის მთავარმა ანალიტიკოსმა დილან პატელმა განუცხადა.

უფრო მეტიც, პატელმა თქვა, რომ ფასი შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, რადგან თავდაპირველად შეფასებისას საუბარი  იყო GPT-3 მოდელზე, ხოლო კომპანიის უახლესი GPT-4 მოდელი კიდევ უფრო ძვირია. ეს იმიტომ ხდება, რომ ChatGPT მოითხოვს უზარმაზარ ძალას მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე პასუხების გამოსათვლელად.

გამოცემის თანახმად, Microsoft 2019 წლიდან, ხარჯების შესამცირებლად, ფარულად მუშაობს AI ჩიპზე - Athena.

ChatGPT-ის მომხმარებელთა, გაშვებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში, 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს მიაღწია. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალი ყოველდღიური დავალების შესასრულებლად, რაც ზოგავს დროსა და ფულს.