ამერიკელმა მილიარდერი და Twitter-ის მფლობელი ელონ მასკი საკუთარი ჩატბოტის - TruthGPT-ის შექმნას გეგმავს,  რომელიც არ ემსგავსება ChatGPT-ის, რომელსაც „ასწავლეს ტყუილი და პოლიტკორექტულობა“, ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.


„მე ვაპირებ შევქმნა რაღაც, რასაც TruthGPT-ს ან AI-ს ვუწოდებ, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება იპოვეს სიმართლე და შეიცნოს სამყაროს ბუნება,“ - განაცხადა მასკმა Fox News Channel-ზე. მისი თქმით, ეს მიდგომა ყველაზე უსაფრთხო იქნება, რადგან თუ ხელოვნური ინტელექტი შეიცნობს სამყაროს, კაცობრიობის განადგურებას არ შეეცდება.


მასკმა განმარტა, რომ ChatGPT, რომლის განვითარებაშიც მან წვლილი შეიტანა, „მემარცხენე შეხედულებების მქონე სპეციალისტებმა დააპროგრამეს, რომლებიც AI ასწავლიდნენ ტყუილს და პოლიტკორექტულობას. 

 

Twitter-ის მფლობელმა გაიმეორა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან მას აქვს ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი და მხარს უჭერს ხელოვნურ ინტელექტის რეგულირებას.


ამ წლის დასაწყისში მასკმა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, სადაც GPT-4-ის სწავლების შეზღუდვას ითხოვდნენ, რადგან ასეთი სისტემებისთვის უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებულიყო.

 


GPT-4 ან Generative Pre-trained Transformer 4 არის ენის მოდელი (LPM), რომელიც შემუშავებულია ამერიკული კომპანიის OpenAI-ის მიერ. იგი გამოვიდა 2023 წლის 14 მარტს. GPT-4-ს შეუძლია ტექსტების წაკითხვა და ანალიზი, ასევე 25 000-მდე სიტყვის გენერირება. OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელონ მასკია.