იტალია გახდა პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც ჩეტბოტი ChatGpt დაბლოკა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, გამოცემის ცნობით იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ განაცხადა, რომ არსებობს კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული სერიოზული წუხილები, რომელიც შეიქმნა ამერიკული სტარტაპის, OpenAI-ის მიერ და მხარს უჭერს Microsoft.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის აკრძალავს და გამოიძიებს OpenAI-ს და დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას.
OpenAI-მ BBC-ს განუცხადა, რომ იგი კონფიდენციალურობის კანონებს სრულად იცავდა , მილიონობით ადამიანმა გამოიყენა ChatGPT მას შემდეგ რაც ის ნოემბერში გამოჩნდა.
მას შეუძლია უპასუხოს კითხვებს ბუნებრივი, ადამიანის მსგავსი ენის გამოყენებით, ასევე შეუძლია მიბაძოს წერის სხვადასხვა სტილებს, ინტერნეტის გამოყენებით.
Microsoft-მა მასზე მილიარდობით დოლარი დახარჯა და ის Bing-ს გასულ თვეში დაემატა.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ტექნოლოგიის ვერსიას თავის Office-ის პროგრამებში დააინტეგრირებს, მათ შორის Word, Excel, PowerPoint და Outlook.
საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით - მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელება და მიკერძოებულობა.