ChatGPT–ის შემქმნელმა, ამერიკულმა OpenAI-მა, ჩაუშვა ნეირონული ქსელი Sora, რომელიც ქმნის რეალისტურ ვიდეოებს ტექსტური აღწერილობების საფუძველზე.

ფასიანი გამოწერის მქონე ChatGPT მომხმარებლებმა Sora-ზე წვდომა 9 დეკემბრიდან მიიღეს.

„ამჟამად, მომხმარებლებს აქვთ წვდომა Sora-ზე ყველგან, სადაც ChatGPT მუშაობს, გარდა დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებისა“, - ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში.

Sora იძლევა 20 წამამდე ვიდეოების შექმნის საშუალებას ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე. OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა თქვა, რომ გენერაციების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად შეზღუდული იქნება.

 interfax