NASA-ში მთვარის მისია Artemis 2-ის გადადების შესახებ განაცხადეს. მიზეზი იმ რაკეტის გაუმართაობაა, რომლითაც ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრისკენ უნდა გაფრენილიყვნენ.

კომპანია Boeing-ის მიერ აგებულ რაკეტას Space Launch System (SLS) ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ანგარში დააბრუნებენ. სპეციალისტებმა უნდა აღმოფხვრან ჰელიუმის ნაკადის შეფერხება, რაც SLS-ის გასაშვებად აუცილებელია.

მისიის სტარტი 6 მარტისთვის იყო დაგეგმილი. 4 ასტრონავტი (აშშ-ის სამი მოქალაე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე) უკვე იმყოფებოდა მკაცრ კარანტინში, რომელიც ახლა გაუქმდა.

10-დღიანი მისიის ფარგლებში ეკიპაჟმა მთვარეს წრე უნდა დაარტყას, თუმცა ზედაპირზე დაჯდომა დაგეგმილი არ არის. ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ (მისია „აპოლო-17“-ის მერე). მიუხედავად შეფერხებისა, Artemis 2 კოსმოსის ათვისების თანამედროვე ისტორიაში საკვანძო ეტაპად რჩება.

imedinews.ge