მეცნიერებისა და ტექნოლოგიის გაერთიანება ერთად სასწაულებს რომ ახდენს, ამაში ეს ამბავიც დაგარწმუნებთ — რობოტი ნამცხვარი შექმნეს მოძრავი კომპონენტებითა და საჭმელად ვარგისი ბატარეებით. უფრო სწორად, საქორწინო ტორტია, რომელიც მეცნიერულ ლაბორატორიაში „გამოცხვა“ და სრულად იჭმევა.
RoboCake შვეიცარიის École Polytechnique Fédérale de Lausanne-ისა (EPFL) და იტალიაში არსებული Institute of Technology-ის (IIT) შედევრია. თუმცა, დასახული მიზნის მისაღწევად წამყვან კონდიტერებსა და კვების მეცნიერებთანაც თანამშრომლობდნენ. ტორტი კვლევითი პროექტის European Union-funded RoboFood-ის ფარგლებში შეიქმნა. მის თავზე საჭმელად ვარგის მოცეკვავე რობოტ დათვებს ნახავთ და შოკოლადის ბატარეებს, რომლებიც ჩვეულებრივ შეგიძლიათ მიირთვათ მას შემდეგ, რაც ტორტზე LED სანთლებს აანთებს.
„რობოტიკა და კვება ორი ცალკეული სამყაროა. თუმცა, მათი შერწყმა მრავალ უპირატესობას გვაძლევს, განსაკუთრებით ელექტრონული და საკვები ნარჩენების შემცირების კუთხით“, — ამბობს დარიო ფლორეანო, პროექტის კოორდინატორი.
ბატარეები შოკოლადის, B2 ვიტამინის, კვერცეტინისა და გააქტიურებული ნახშირისგან არის დამზადებული, რაც მას საჭმელად ვარგისს ხდის მის შიგნით არსებულ ელექტროდებთან ერთად — „პირველი გემო, რომელსაც ბატარეის ჭამისას შეიგრძნობთ შავი შოკოლადია, რასაც მოსდევს ცოტათი მჟავე გემო საკვები ელექტროლიტის გამო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამი გრძედება."
წარმოიდგინეთ, რომ ერთჯერადი რობოტები არიან, რომლებიც ბოლოს თქვენს კუჭში აღმოჩნდებიან. თუმცა ჟელეს, სიროფისა და საკვები საღებავისგან დამზადებული მოცეკვავე დათვებით გაფორმებული ნამცხვარი ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ დესერტს. ეს ფიგურები თავსა და ხელებს ამოძრავებენ, როცა მათში ჰაერია შეშვებული და ასე ცეკვის მსგავს ვიზუალს ქმნიან.
მართალია, საკვებად ვარგისი რობოტების იდეა ცოტათი უცნაურად გამოიყურება და დაჯერებაც კი რთულია, მაგრამ RoboCake სწორედ ამის საილუსტრაციოდ შექმნეს…