ედინბურგის უნივერსიტეტის გენეტიკასა და მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარმა ვანესა სმერ-ბარეტომ და მისმა კოლეგებმა 3 იმედის მომცემი პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლებიც დაბერებას ანელებს. კვლევა The Conversation-ში გამოქვეყნდა.
„ახალი წამლების პოვნა, რომლებმაც შეიძლება მომავალში დაბერება შეანელონ, რთული ამოცანაა“, - წერს სმერ-ბარეტო, - „მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ხელოვნური ინტელექტს შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს პროცესი და შეასრულოს ყველა სამუშაო მცირე საფასურად“.
მკვლევრების მიერ აღმოჩენილი პრეპარატები შეიძლება გახდეს სენოლიზური წამლების საფუძველი, რომლებიც ანელებენ დაბერებას და ხელს უშლიან ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს.
„სენოლიტიკები კლავს დაბერებულ უჯრედებს. ეს არის უჯრედები, რომლებიც ცოცხალია, ისინი მეტაბოლურად აქტიურები არიან, მაგრამ ამავდროულად ვერ მრავლდებიან და მათი მეტსახელი არის ზომბის უჯრედები. გამრავლების უნარის არქონა ყოველთვის ცუდი რამ არ არის. ამ უჯრედებს დნმ აქვთ დაზიანებული. მაგალითად, კანის უჯრედები მზის სხივების მიერაა დაზიანებული და შესაბამისად, გამრავლების შეჩერება დაზიანების გავრცელებასაც აჩერებს. თუმცა, დაბერებული უჯრედები ყოველთვის კარგი არ არის. ისინი გამოყოფენ ანთებითი ცილების მთელ კოქტეილს, რომელიც მეზობელ უჯრედებზეც ვრცელდება. ჩვენი უჯრედები მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდიან თავდასხმებს, თუნდაც მზის სხივების ან ქიმიური ნივთიერებების მხრიდან და შესაბამისად, ხდება ამ უჯრედების აკუმულირება.
მისი თქმით, დაბერებული უჯრედების გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია მთელ რიგ დაავადებებთან, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტი, COVID, ფილტვის ფიბროზი, ოსტეოართრიტი და კიბო.
ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბერებული უჯრედების ელიმინაცია სენოლიზური საშუალებებით შეიძლება შეამსუბუქოს ამ დაავადებების მიმდინარეობა.
„ამ წამლებს ჯანსაღი უჯრედების შენარჩუნებისას ზომბი უჯრედების მოკვლა შეუძლიათ “, წერს ავტორი.
„კარგი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი სენოლიზური საშუალებების პოვნა, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დაავადების დროს. მაგრამ ამ წამლის ბაზარზე გამოჩენას 10-დან 20 წლამდე და მილიარდობით დოლარი სჭირდება“, - განმარტავს ავტორი.
მკვლევრებს სურდათ გაერკვიათ, მანქანური სწავლის მოდელებს შეეძლო თუ არა ახალი სენოლიზური წამლების კანდიდატების იდენტიფიცირება. ამისათვის მათ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უკვე ცნობილი სენოლიზებისა და ნონსენოლიტიკების მაგალითებით მიაწოდეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ამ ორი მოლეკულის გარჩევა ისწავლა.
კვლევაში ჩართულები იყვნენ მონაცემთა მეცნიერები, ქიმიკოსები და ბიოლოგები. დაბერებულ უჯრედებზე შემოწმების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი ამჟამად ამ 3 კანდიდატს ადამიანის ქსოვილებზე ტესტავს. შედეგები 2 წელიწადში იქნება ცნობილი