მექსიკაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს და წყალდიდობას გასულ კვირაში 64 ადამიანი ემსხვერპლა, 65-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლებამ გაავრცელა.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შაინბაუმის თქმით, ასეთი მასშტაბის ინტენსიური წვიმა მოულოდნელი იყო.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 100 000-მდე საცხოვრებელი სახლი. შაინბაუმის თქმით, ის ფინანსთა მინისტრს შეხვდება მიყენებული ზარალისა და აღდგენითი სამუშაოების განსახილველად.

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის, რაიმუნდო მორალესის შეფასებით, სტიქია წვიმების სეზონზე უკვე ადიდებული მდინარეებისა მთების თავზე თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახების შედეგია.

ხელისუფლები ცნობით, დაზარალებულების ევაკუაციის, სტიქიის ზონის დასუფთავებისა და მონიტორინგის პროცესში საგანგებო სამსახურების ათასობით თანამშრომელია ჩართული.