გავლენიანი ფინური გაზეთი, Helsingin Sanomat იუწყება, რომ სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.
გაზეთის თანახმად, ვალტონენმა განაცხადა, რომ კობახიძესთან შეხვედრა მათ გააუქმეს და არა ქართულმა მხარემ და ამის შესახებ თბილისს წუხელვე აცნობეს.
ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს, აცხადებს, რომ მის განრიგში ცვლილებები შევიდა. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება.
ის ასევე უარყოფს, რომ თბილისში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და რომ გაავრცელა დეზინფორმაცია.
"მე მივედი [რუსთაველზე] რათა მენახა ის პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ", - აცხადებს ფინელი მინისტრი.
კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა:
"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა რეაქცია ექნება. სამწუხაროდ ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი", - აცხადებს ვალტონენი ფინური გაზეთის მიხედვით.
ნეტგაზეთი ცდილობს ეუთოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენატრების მოპოვებას მომხდართან დაკავშირებით.
დილით საქართველოს მთავრობის ფეისბუკზე განთავსდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამ უკანასკნელის მიერ "უკანონო აქციაზე" მისვლისა და ცრუ ინფორმაციის განცხადებების გამო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა, აზერბაიჯანში გამგზავრების გამო- Helsingin Sanomat
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე